სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

თანამშრომლები


ია ანთაძე, დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე


განათლება - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენებისა და ლიტერატურის განყოფილება .
სამეცნიერო ხარისხი - ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (ВАК Сов.Мин.СССР).
14 სამეცნიერო სტატიისა და 1500-ზე მეტი ჟურნალისტური სტატიის ავტორი; 4 წიგნის რედაქტორი.
2005 წლიდან დღემდე კავშირის - “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” – გამგეობის თავმჯდომარე. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის ავტორი და დირექტორი.
აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, 2006 – დღემდე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ფონდი “IREX”, მრჩეველთა საბჭოს წევრი (2002 – 2005 წწ), ფონდი “ევრაზია”, მრჩეველთა საბჭოს წევრი (2003 წ), ფონდი “ჰორიზონტი”, მრჩეველთა საბჭოს წევრი (2001-2002 წწ).
2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი.
2004 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობს სპეცკურსს. 1999 წლიდან დღემდე მუშაობს რადიო ,,თავისუფლებაში“ ჟურნალისტად. 1994 –2001 წლებში მუშაობდა გაზეთ „კავკასიონში“ საპარლამენტო კორესპონდენტად და მთავარი რედაქტორის მოადგილედ. მუშაობდა თბილისის N6 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელად და “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში ლაბორანტად.


ნათელა გიუნაშვილი, დამფუძნებელი

მეცნიერებათა დოქტორი
დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტი, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიუნხენის ლუდვიგ–მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში.
არის 34 სამეცნიერო–კვლევითი შრომის ავტორი და თანაავტორი, 2 მონოგრაფიული შრომის ავტორი. სრულყოფილად ფლობს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურსა და რუსულ ენებს, სპარსულ ენას საკომუნიკაციო დონეზე.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი და პროგრამების მენეჯერი. როგორც პროგრამების მენეჯერი აქტიურად მონაწილეობს პროექტების შემუშავებასა და მართვაში.
აქვს საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი (2005–2009), მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს პრემიერისა და სამი სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გლობალიზაციის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში (2000–2004), ,,განათლების სისტემის განმტკიცებისა და გარდაქმნის პროექტის“ A4 კომპონენტის კოორდინატორი (1999–2000), საქართველოს ექსპერტი პროგრამა ტემპუსში (Tempus Tacis), სამამულო ექსპერტი პროგრამაში “კავკასიის ინიციატივა” (Kaukasus Initiative).
ექსპერტიზის სფეროები: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და სამოქალაქო ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები.

მარინე ელიოზიშვილი, დამფუძნებელი

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ადამინისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით.
1988 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2002 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ძილის კვლევის ინსტიტუტის“ მეცნიერ თანამშრომელი და საერთაშორისო ელექტორნული ჟურნალის “ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია” დამფუძნებელი. 2000-2003 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ფონდის პროექტში (G-391), ხოლო 2000-2006 წლებში იყო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პროექტების მონაწილე.
აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება, 1995 – 2000 წლებში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში “საქართველო” მუშაობდა ფიზიოლოგიის ზოგადი კურსის პრაქტიკუმის პედაგოგად.
1995 – 1999 – მთარგმნელობითი ჯგუფის მენეჯერი, “BСС-თბილისი” – ევროგაერთიანების პროექტი
მიღებული აქვს DAAD (1987) და აზიის ძილის კვლევის საზოგადოების მესამე საერთაშორისო კონგრესის გრანტები (2000)
გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა და პუბლიკაცია.

ქეთევან კობალაძე, დამფუძნებელი

დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტიю
2005 წლიდან დღემდე მუშაობს ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში, გენერალურ დირექტორად; მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში მთავარ სპეციალისტად (2004-2005), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების ეთნოფსიქოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელად (1990-2004).
აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება, მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და სკოლაში.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში.
“მულტიკულტურული განსხვავებების და რეგიონული ერთიანობის პრობლემების კვლევა სამხრეთ კავკასიაში” – კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 2003. “არაფერმერული აქტოვობის კვლევა და ანალიზი საქართველოს რეგიონების მაგალითზე”, გრინვიჩის ნატურალური რესურსების განვითარების ინსტიტუტი, ლონდონი, 2001-2002., “ქალთა ზეპირი ისტორიები უკანასკნელ ათწლეულში მრავალეთნიკურ საქართველოში” – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-2001, “სოციალური რეპრეზენტაცია: შიდსი – ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში”. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”. ორი ეტაპი-1999, 2000, “ეთნოფსიქოლოგიური და რელიგიური სტერეოტიპების კვლევა საშუალო სკოლების მაგალითზე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო”. ხელმძღვანელი – პროფესორი მარტინ ბარეტი, დიდი ბრიტანეთი, Caar ინსტიტუტი. “ნდობა და სოციალური რეპრეზენტაცია ცვალებად ევროპაში”. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-1998-1999, “ფატალიზმი და ლოკუსის კონტროლი ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში”. ორი ეტაპი: 1994-1995, 1997-1998. ”INTAS”Aპროექტი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები. არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამის ავტორი და მწვრთნელი.

ნინო ერემაშვილი, დამფუძნებელი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილება და ასპირანტურა და გაიარა სტაჟირება საფრანგეთში გრენობილის სტენდალის სახელობის უნივერსიტეტში.
2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციის სამმართველოს უფროსად. მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის კათედრაზე მასწავლებლად. 2002-2004 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია იმედში პროგრამების რედაქტორად. ასევე სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე იყო საავტორო გადაცემის ,,პრესა კვირიდან კვირამდე“ ავტორი და წამყვანი (1995-1997 წწ)
ფლობს რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს. ფრანგულად თარგმნა ლალი როსებას ,,პროვინციული ამბავი“, რომელიც 1994 წლის მარტში დაიდგა საფრანგეთში ,,ავტორთა ფესტივალზე“ ("Le Festival Terre d'auteurs") და 1994 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "L'Avant-Scéne" (Théatre) No 946

ნინო ზურიაშვილი, დამფუძნებელი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. გავლილი აქვს პროფესიული განვითარების კურსები გამოძიებით ჟურნალისტიკაში საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი ,,ლიბერტოს“ მხარდაჭერით თურქეთსა და ვარშავაში, ასევე ეკონომიკური ჟურნალისტიკის საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში. მუშაობდა ,,60 წუთში“ (სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“) გამომძიებელ ჟურნალისტად, ასევე თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბის პროექტში ,,საჯარო მოხელეთა ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი“ (1999) და ეკონომიკურმიმომხილველად გაზეთ ,,კავკასიონში“ (1997-1999). მიღებული აქვს ჯილდო ,,განსაკუთრებული აღიარება“. ,,საერთაშორისო რეპორტიორები და რედაქტორები“, აშშ, 2002.

თამარ მოსიაშვილი, განათლების პროგრამის მენეჯერი


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მუშაობს 2010 წლის პირველი მაისიდან დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. აქვს პედაგოგიური საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება.
2001 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ ,,ილია ჭავჭავაძეში“ (განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიდების პროექტი), როგორც მწვრთნელი და სკოლების კონსულტანტი. წლების განმავლობაში ატარებდა ტრენინგებს სწავლა-სწავლების ახალ მიდგომებზე, მონაწილეობდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირებისა და დანერგვის პროცესში. 2006-2008 წლეში, კი განათლების განვითარების აკადემიის (AED) საქართველოს განათლების დეცენტრალიზაციისა და აკრედიტაციის პროექტში განათლების სპეციალისტად. შემდეგ მუშაობა გააგრძელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მასწავლებელთა სერტიფიცირების კოორდინატორად. აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფორმალური და არაფორმალური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სკოლაში მართვის დემოკრატიული ფორმების განვითარება და განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია. არის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამის ავტორი და მწვრთნელი.

 

თამთა ყუბანეიშვილი, ვებ მენეჯერი

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელე–რადიო სპეციალობით. 2004 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის კონფლიქტების მართვის სპეციალობის მაგისტრატურა. 2000 წელს გაიარა ასოციაცია „მთენის“ მიერ ორგანიზებული სამთვიანი კურსი გამოძიებით ჟურნალისტიკაში. 2001 წელს გაიარა გადაცემა „60 წუთის“ ერთწლიანი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლა. 2000– 2002 წლებში მუშაობდა გადაცემა „საწინდარის“ წამყვანად და ჟურნალისტად (საზოგადოებრივი მაუწყებელი). ამავე პერიოდში თანამშრომლობდა რამდენიმე გაზეთთან. 2002 წელს აიღო პირველი ადგილი მხატვრული მოკლემატრაჟიანი ფილმის სცენარის შექმნაში.2010 წელს გაიარა მედია მონიტორინგის ტრენინგი - გაეროს განვითარების პროგრამის მეირ ორგანიზებული.  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მუშაობს 2009 წლის ოქტომბრიდან.

 

ნინო ბერიშვილი, ფინანსური მენეჯერი

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნების ისტორიისა დ არქიტექტურის ფაკულტეტი (ხელოვნებათმცოდნე),  2007 წ. გაიარა სასწავლო კურსი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა - საგანმანთლებლო ცენტრი" ლამპარი". 2009 წელს საბუღალტრო პროგრამა "ორის-ბუღალტერია"- საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია. 2007 წელს გაიარა -პროექტის მართვის მენეჯმენტის ტრენინგი, 2011 წელს გაიარა ტრენინიგი - "საგადასახადო საკითხები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის "- საქართველოს აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანია და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო". 1996-2003 წლებში ქ.თბილისის  N5 გიმნაზიიის ,ხელოვნების ისტორიის პედაგოგი. 1998-2004 წლებში ფონდი-"ღჳა საზოგადოება საქართველოს|, დებატების პროგრამის ტრენერი. 2005-2007 წლებში თბილისის N21 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე. 2009 -20111 შპს. "ტრანს 20007" -ის ბუღალტერი. 2011 წლიდან სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი.