სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

ახალი ამბები საქართველოდან

— 9 დეკემბერი, 2011 – 17:19

თბილისის  68-ე საჯარო  სკოლიდან უშვებენ მე-11 კლასის მოსწავლეს. მოსწავლის მშობლებს  სკოლის ადმინისტრაციამ განუცხადა: 9 წლის ატესტატს მოგცემთ  ან ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანეთო.

— 17 ოქტომბერი, 2011 – 16:04

126- ე საჯარო სკოლა: სკოლის საზაფხულო გეგმიური შეკეთების დროს, სკოლის დირექტორმა შეამჩნია მისი აზრით შენობისათვის სახიფათო ზონები. დირექტორმა თხოვნით მიმართა შპს ,,ფიჯი 777"-ს, რომელიც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ახორციელებდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შპს "ფიჯი-777"-მა მიზანშეწონილად მიიჩნია საყრდენი კედლების გამაგრება-გაძლიერება, ამავე დროს მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება. 

იხ. სრულად
— 24 აგვისტო, 2011 – 21:23

 

 თელავის მუნიციპალიტეტში შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერები აღარ ცხადდება,ამის მიზეზი კი მუნიციპალიტეტის გამგებლის ვასილ დავითაშვილის მიერ მიღებული      გადაწყვეტილებაა.ყველა სამუშაოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს არქმევს, რაშიც  საქართველოს მთავრობის 2011 წლის5 ივლისის N1402 განკარგულება უწყობს ხელს.

 

იხ. სრულად
— 10 აგვისტო, 2011 – 17:40

კახეთის რეგიონში ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი და ხშირად უწევთ ბინის შეცვლა, სახელმწიფო დახმარება მოუხსნეს. ასევე, მოუხსნეს დახმარება იმ ადამიანებს, რომელთაც  ლუკმა პურის მოსაპოვებლად მათხოვრობა უწევთ. სამწუხაროდ, კახეთში ასეთი ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

— 28 ივლისი, 2011 – 20:09

 

ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი კოლეგა და მეგობარი ია გეგეშიძე.

 

იხ. სრულად
— 24 ივნისი, 2011 – 00:16

სასწავლო წლის დასასრულს თბილისის მე-11 საჯარო სკოლიდან მასიურად დაიწყეს პედაგოგების გათავისუფლება. 

იხ. სრულად
— 15 ივნისი, 2011 – 12:58

კომპანია ”სოკარი” და ენერგეტიკის სამინისტრო  მაღალ რისკჯგუფში შემავალი სოფლების ინტერესებს არ ითვალისწინებს

როგორც მოგეხსენებათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზისა და ნავთობის მომპოვებელი საბადოებია, რომლის არსებობაც ერთი შეხედვით მხოლოდ დადებით ემოციას უნდა იწვევდეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

იხ. სრულად
— 15 ივნისი, 2011 – 12:44

დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებს დაცლა ემუქრება

აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქართული სოფლების სამთაწყაროსა და ფიროსმანის მოსახლეობის 70% სოციალური პრობლემების გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. დამუშავებულ სავარგულებს კი ხშირ შემთხვევაში ადიდებული მდინარე ალაზანი ანადგურებს.

იხ. სრულად
— 13 ივნისი, 2011 – 16:23

დედაქალქში ხორცის პროდუქტების გაძვირება სოფლის მეურნეობის მინისტრის ზეპირი დირექტივით ხორციელდება

როგორც მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან დედაქალაქში საქონლის ხორცი 50% გაძვირდა, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ საქმე გვაქვს ცალკეული სპეკულაციური ჯგუფების მიერ ხელოვნურად შექმნილ ფასების ზრდასთან,

იხ. სრულად
— 2 ივნისი, 2011 – 12:39

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის განცხადება

როგორც ცნობილი, ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ხელმძღვანელი - მურმან დუმბაძე ადმინისტარციულ სასჯელს იხდის თელავის დროებით დაკავების იზოლატორში. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 

იხ. სრულად
— 18 მაისი, 2011 – 18:11

ერთ ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ჟურნალი ,,მასწავლებელი ", რომელსაც განათლების სამინისტრო უშვებს, სკოლებში მასწავლებლებს იძულების წესით შეაძენინეს – ორი ნომერი 12 ლარად.

იხ. სრულად
— 18 მაისი, 2011 – 13:18

ლილოს დასახლებაში 167–ე საჯარო სკოლაში დირექტორის ბრძანებით აიკრძალა პირველი კლასის გამოსაშვები ალბომების გაკეთება –ფოტოგრაფს სკოლის შენობაში არ უშვებენ, რომ სურათები გადაიღოს.  

იხ. სრულად
— 10 მაისი, 2011 – 14:02

ამ რამდენიმე ხნის წინ ცემი უმცროსკლასელი შვილი, რომელიც თბილისის მე– 11 საჯარო სკოლაში სწავლობს, გაოცბული მიყვებოდა, როგორ ეშინიათ მასწავლებლებს მანდატურების. ნუთუ ასე – შიშით უნდათ სკოლაში მდგომარეობის გამოსწორება. 

— 6 მაისი, 2011 – 18:12

ქ. ბათუმის მეათე საჯარო სკოლიდან 2010 წლის 25 ოქტომბერს, მანდატურის განცხადების საფუძველზე, ისტორიის პედაგოგი (შარლოტა ქორიძე) გაათავისუფლეს.

გადამოწმებული ინფორმაცია: ტელეარხი 25 

ეს ინფორმაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ–გვერდზე 2011 წლის 11 მარტს აიტვირთა. გთავაზობთ ტელეარხი 25– ის მიერ მომზადებულ ახალ სიუჟეტს, ინფორმაციაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. 

— 2 მაისი, 2011 – 14:00

youtube-ზე ვნახე თქვენი კლიპი. ვადასტურებ ინფორმაციას, რომ მანდატურებს დირექტორებად ამზადებენ. 
ჩემმა ახლობელმა, 21 წლის ბიჭმა, რომელმაც მხოლოდ ბაკალავრიატი დაამთავრა (სოციალური მეცნიერებები), მანდატურის ვაკანსიაზე შეიტანა განცხადება. არანაირი მომზადება–გადამზადება არ გაუვლია, თუმცა ეგრევე აიყვანეს მანდატურად რუსთავის ერთ–ერთ სკოლაში. 

იხ. სრულად
Palace31302688135.jpg — 13 აპრილი, 2011 – 13:47

ერთადერთი მეფის სასახლე საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია. 

იხ. სრულად
— 1 აპრილი, 2011 – 18:54

გთავაზობთ ბათუმის მე–8 საჯარო სკოლის ინციდენტთან დაკავშირებით  "ოცდამეხუთე არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
გთხოვთ, იხილოთ ბმული.

— 25 მარტი, 2011 – 16:33

თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომლები თეატრის მმართველს დუტა სხირტლაძეს დაუპირისპირდნენ. თეატრის თანამშრომლები დუტა სხირტლაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მმართველი თეატრში რამდენიმე თვეში ერთხელ მიდის, რის გამოც თეატრი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს.  

იხ. სრულად
— 25 მარტი, 2011 – 11:13

თბილისის 32–ე საჯარო სკოლაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. მანდატურ ვახტანგ ბერიძის გადაწყვეტილებით, მეთორმეტე კლასელ მოსწავლეებს გიორგი გუგუშვილსა და გიორგი მირიანაშვილს სკოლიდან რიცხავენ. კლასელები არ აპირებენ ამ ფაქტს შეურიგდნენ და ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ იქნას მოყვანილი. 

იხ. სრულად
— 25 მარტი, 2011 – 10:44

თბილისის მე–40 სკოლაში უფროსკლასელმა მანდატურ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო კონკრეტულად, შეურაცხყოფა გინებით გამოხატა. 

იხ. სრულად